სამშენებლო კომპანია „გიკო”, წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას. კომპანია დაფუძვნდა 2011 წელს და შექმნის დღიდან დღემდე ეწევა სამშენებლო-სარემონტო–სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, ხარისხის კონტროლის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. ჩვენს მიერ შესრულებული პროექტები ნათელი მაგალითია კომპანიის ზრდის განვითარების და სამშენებლო გამოცდილების გაფართოების. კვალიფიციური ინჟინრების, არქიტექტორების და მშენებლებისგან შემდგარი ერთიანი გუნდი ყოველთვის მზადაა ახალი გამოწვევის მისაღებად. კომპანიის საქმიანობის სფერო საკმაოდ ფართოა, დაარსებიდან დღემდე კომპანიას 45 პროექტზე მეტი აქვს შესრულებული საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, კომპანიის განვითარების სტრატეგია მოიცავს, საოფისე ფართების, საცხოვრებელი შენობების, საზოგადოებრივი პარკების, მდინარის კალაპოტის ფორმირების, ასევე ნაპირდამცავი ნაგებობების სამშენებლო სამუშოებს. კომპანია მუდმივად ცდილობს მიყვეს ტექნოლოგიურ განვითარებას, ინოვაციებს და სამშენებლო პროცესში გამოიყენოს თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები.