ჩვენ შესახებ
კომპანია „გიკო“-ს ისტორია იწყება 2011 წლიდან, ჩვენი ამ დრომდე განვლილი გზა, ნათელი მაგალითია სტაბილური განვითარების და ზრდის. დაარსების დღიდან კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობა. ჩვენი გამოცდილება ყოველწლიურად მზადრია, დღეს უკვე კომპანიის საქმიანობის სფერო საკმაოდ ფართოა და მოიცავს:
- ნაპირდამცავი ნაგებობების მშენებლობა;
- შენობების მშენებლობა
- საზოგადოებრივი სივრცეების, გამწვანების პარკების სკვერების მშენებლობა/მოწყობა;
- სპორტული კომპლექსების მშენებლობა
- საავტომობილო გზების მშენებლობა
- სრული საპროექტო მომსახურება
დაარსებიდან დღემდე კომპანიას 70 პროექტზე მეტი აქვს შესრულებული საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. პროექტების მიმდინარეობის დროს ჩვენთვის პრიორიტეტია ხარისხი, შესაბამისად კომპანია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ხარისხის კონტროლის და სამუშაოების წარმოებას სამშენებლო ნორმების სრული დაცვით, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი კვალიფიციური ინჟინრებისა და არქიტექტორებისგან შემდგარი ერთიანი გუნდი.